·
ევროპული სკოლა დაარსდა
2007 წელს. სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, მისი ტერიტორია დაცულია. ისწავლება
უცხო ენები: ფრანგული, გერმანული, რუსული, ინგლისური.უცხოელი მასწავლებლები ჩართულნი არიან როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე კლუბურ მუშაობაში.
·
ტარდება სპორტული მეცადინეობები: ჭადრაკი,
მაგიდის ჩოგბურთი, დიდი ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, კარატე. მოსწავლეებს
ემსახურება ფსიქოლოგი, პედიატრი, მუშაობს ლოგოპედური კაბინეტი.
·
სკოლას აქვს საკუთარი ტელევიზია ESTV. ტელევიზიაში გადაიცემა ინფორმაციული, შემეცნებითი, სამეცნიერო–სასწავლო პროგრამები. ESTV პირდაპირი ტრანსლიაციით აჩვენებს სკოლის სპორტულ თამაშებსა და სხვადასხვა ღონისძიებას.
·
2009 წლის 9 დეკემბერს "ევროპულმა სკოლამ" საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა;
·
საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა (IB World School) მსოფლიოში უკვე აპრობირებული მოდელია, უნიკალური წინასაუნივერსიტეტო კურსი XI
და XII კლასელებს სთავაზობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
·
ამჟამად ევროპულ სკოლაში IB DP და MYP და PYP პროგრამით სწავლობს 120 მოსწავლე.
No comments:
Post a Comment