ჩემი საყვარელი ჰობია ცურვა, თხილამურებზე სრიალი და ცეკვა. ასევე მიტაცებს ფიგურული სრიალიც. ცურვა 4 წლის ასაკიდან დავიწყე და საკმაოდ წარმატებულადაც.ხოლო ფიგურული სრიალი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
მის შესწავლას წლები სჭირდება. მთავარია სრიალი და ნასწავლი ილეთები არ დაგავიწყდეს, თორემ გახსენებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ეს მე თვითონაც მომსვლია და ამიტომ ვამბობ. 5 წლის ასაკში დავიწყე სრიალის სწავლა და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა.თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ რომ მომინდა სრიალი, ვეღარ შევძელი.ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, მაგრამ მაინც გავიხსენე.
რაც შეეხება თხილამურებზე სრიალს, ძალიან გამიადვილდა სწავლა. მთავარია ძალიან სწრაფად არ ისრიალო, რამე რომ არ მოგივიდეს.
ცეკვას სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ძალიან რთული ყოფილა ქართული, ხალხური ცეკვის შესწავლა. მართალია მიჭირდა, მაგრამ მაინც კარგად გამომდიოდა.
ახლა ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ჩემი საყვარელი საქმიანობებით დაკავებას, რადგან ძალიან დაკავებული ვარ სკოლის საგნებით. თუმცა სკოლის წრეებზე მაინც დავდივარ.სკოლაში ძალიან დიდი არჩევანია და ამიტომ მე ავირჩიე ფიზიკისა და ბოტანიკის წრეები. ასევე დავდივარ ინგლისურსა და მათემატიკაზე.
No comments:
Post a Comment