ჩემს შესახებ


  •    მე, თაკო ღაძაძე დავიბადე 2002 წლის 30 მაისს, ქალაქ თბილისში. ვსწავლობ ევროპულ სკოლაში, 6 კლასში. ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. ყველა საგანს დიდი სიხარულით ვსწავლობ, მაგრამ ზოგიერთი მაინც განსაკუთრებით მიყვარს.ესენია: რუსული, ინგლისური, გერმანული და მათემატიკა. ასევე მიტაცებს მხატვრული ლიტერატურა. ჩემი საყვარელი პოეტები არიან: ვაჟა-ფშაველა, ლადო ასათიანი, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი.
  •      ბაღში თითქმის ერთი წელი დავდიოდი,სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი სპექტაკლში, რომელიც თავისუფალ თეატრში გაიმართა.
  •     ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე ჩემი კარიერა დაგეგმილი მქონდა: მინდოდა გამეხსნა ქარხანა, რომელსაც თავად ვუხელმძღვანელებდი, ბევრ ხალხს დავასაქმებდი, მექნებოდა დიდი მოგება, რითაც დავეხმარებოდი გაჭირვებულ მოხუცებულებსა და ბავშვებს.
  •      სკოლაში ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა სახის ოლიმპიადებსა და შეჯიბრებში. განსაკუთრებული მიღწევები მაქვს ინგლისურში, რაშიც ვფლობ სერთიფიკატებს

No comments:

Post a Comment